"Keep me logged in" extended to one year/ka
<languages/> სამშაბათს, 2016 წლის 16 აგვისტოს UTC დროით 15:00 საათზე (PDT დროით 08:00 საათზე), Wikimedia საიტებზე სისტემაში შესვლის სესიები შეიცვალა ისე, რომ გასტანოს ერთ წლამდე.
ეს გავლენას მოახდენს მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, ვისაც ჩართული აქვს "$remember" ფუნქცია სისტემაში შესვლისას.
ამჟამად, ეს არჩევანი გასტანს მხოლოდ 30 დღეს.
მომხმარებლები, რომლებიც არ ჩართავენ "$remember" ფუნქციას, ხსენებული ცვლილება არ შეეხებათ.
თქვენ შეგიძლიათ გაეთიშოთ სისტემიდან "Template:Int" ღილაკზე დაწკაპებით, რომელიც მოთავსებულია ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში ან გაწმინდოთ ქუქი-ფაილები საიტისთვის.
კითხვები[edit | edit source]
რა არის ამ ცვლილების მიზეზი?[edit | edit source]
როდესაც მომხმარებლები აშკარად ხანგრძლივ სესიას ირჩევენ, სასარგებლო იქნება ამან 30 დღეზე მეტი გასტანოს. სისტემაში დარჩენის გახანგრძლივება ნიშნავს ნაკლებ პრობლემას, რაც რედაქტორების სისტემიდან მოულოდნელ გათიშვასთან არის დაკავშირებული. სისტემაში დარჩენის დრო ადრე უფრო ხანგრძლივი იყო და შემოკლდა 30 დღემდე რამდენიმე წლის წინ, როგორც ზოგიერთი სხვა ცვლილების ნაწილი, თუ როგორ ვამუშავებთ ქუქი-ფაილებს. მას შემდეგ, მრავალმა მომხმარებელმა მოითხოვა სისტემაში გახანგრძლივებული დარჩენის შესაძლებლობის დაბრუნება.
ახდენს ეს გავლენას ქუქი-ფაილებზე, რომლებიც არ უკავშირდება სისტემაში შესვლას?[edit | edit source]
არა, არ ახდენს.
რომელ ვიკი პროექტებს ეხებათ ეს ცვლილება?[edit | edit source]
ეს ცვლილება ეხება ფონდ ვიკიმედიის ყველა ვიკი პროექტს ყველა ენაზე, მათ შორის ვიკიპედია, ვიკიციტატა, მეტა, მედიავიკი და სხვები.
თუ ჩემი ვიკი აჩვენებს "$remember" ფუნქციის დროით პერიოდს, რამდენად ზუსტი იქნება ის?[edit | edit source]
ვიკიპროექტების უმეტესობა იყენებს სტანდარტულ შეტყობინებას — „$remember“, ყოველგვარი ხანგრძლივობის მითითების გარეშე.
ასეთ შეთხვევაში, შეტყობინება უცვლელი იქნება.
თუ თქვენი ვიკიპროექტი იყენებს შეტყობინების დროის პარამეტრს, მაშინ ხსენებული შეტყობინებაში გამოჩნდება ახალი ხანგრძლივობა.
შესაბამისად, თქვენგან არაფრის შეცვლა საჭირო არ იქნება.
ნებისმიერ ვიკის შეუძლია აირჩიოს ხანგრძლივობის ჩვენების პარამეტრი MediaWiki:Userlogin-remembermypassword კოდის ჩასწორებით, "დამიმახსოვრე (for up to $1 {{PLURAL:$1|day|days}})
".
პროგრამა ავტომატურად ჩასვამს სწორ ხანგრძლივობას, სადაც "$1
" ეს ფრაზა გვხვდება.
თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ნიმუშის ასლი შექმნათ და თარგმნოთ ინგლისური ვიკიპედიიდან თქვენი ვიკი პროექტისთვის.
თუ თქვენი ვიკი იყენებს მოდიფიცირებულ ადგილობრივ მესიჯს, რომლის ლოკალური ცვლილება შეუძლებელია(მაგ., "დამიმახსოვრე ერთი თვით
", "$1
" პარამეტრის გარეშე), მაშინ დაუყოვნებლივ შეცვალეთ ამ პარამეტრებით.
ამ პარამეტრების გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენი პროექტის მომხმარებლები მუდამ აკურატულ ინფორამციას მიიღებენ მოცემულ კონფიგურაციაზე.
დაუყოვნებლივ იმოქმედებს სისტემაში შესვლის არსებულ სესიებზე?[edit | edit source]
არსებულ სესიებზე არ იმოქმედებს. მომხმარებლები არ გამოვლენ სისტემიდან ვადაზე ადრე, და არსებული სესიები არ გახანგრძლივდება.
ზემოაღწერილი ცვლილებები ამოქმედდება სისტემაში მომდევნო შესვლისას "$remember" მონიშვნით.
ეს შესაბამისობაშია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან?[edit | edit source]
დიახ, ჩვენმა სამართლებრივმა ჯგუფმა შეამოწმა საკითხი და ის შესაბამისობაშია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან.
იხილეთ აგრეთვე[edit | edit source]
- phab:T68699 - გაზარდეთ "დამიმახსოვრე" შესვლის ქუქის ვადის გასვლის პარამეტრი 30 დღიდან 1 წლამდე ვიკიმედიის ვიკიპროექტებში.
- თუ თქვენ ხართ რომელიმე ვიკის სისტემის ადმინისტრატორი, იხილეთ Template:Ll და Template:Ll თუ გსურთ ამ კონფიგურაციის ცვლილება.
[[Category:Top level{{#translation:}}]]